საზოგადოება

,,აპრილის თვე ომში ძალზედ სისხლიანი, მაგრამ გადამწყვეტი იქნება”

,,ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ"

რატომაა გადამწყვეტი აპრილის თვე რუსეთ-უკრაინის ომში?
იმიტომ, რომ სწორედ აპრილში გაირკვევა ამ ომის (და არამარტო ომის) საბოლოო ბედი.
რა თქმა უნდა, კიევთან მარცხისა და იქიდან გაქცევის შემდეგ კრემლი არ შეწყვეტს ომს. იგი ძალების გადაჯგუფებას და სხვა ფრონტებზე “წარმატების” მოპოვებას შეეცდება 9 მაისამდე (პუტინს აღლუმამდე სჭირდება “გამარჯვება”).
  მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ შანსები აქვთ დონბასში. ამიტომ დიდი ალბათობით, აქ მიაყრიან მთელ დარჩენილ ძალებს, რომელიც სულ უფრო და უფრო ილევა (ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ნაწილებიც ხომ სწორედ მაგ მიმართულებაზე გადაისროლეს).
აქ მათი მიზანი დიდი უკრაინული სამხედრო დაჯგუფების ალყაში მოქცევა (როგორც რუკაზეა) და განადგურება იქნება.
   ამიტომ იბრძვიან ისინი გამხეცებით იზიუმთან და მარიუპოლთან, მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები ცოცხალი ძალა (საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების კი ეშინია კრემლს, რათა უკმაყოფილების ტალღა არ გამოიწვიოს რუსეთში) და ტექნიკა რჩებათ ამ იდეის განსახორციელებლად. ძალზედ საეჭვოა, რომ რუსებმა ეს გეგმა შეასრულონ. ამ გეგმის ვერშესრულება კი კრემლის გადმოსახედიდან ქვეყნის კრახს ნიშნავს.
თუმცა, უკრაინელებსაც სჭირდებათ დამატებითი შეიარაღების მიღება და ძალების მობილიზება ამ მიმართულებით.
როგორც ჩანს, აპრილის თვე ძალზედ სისხლიანი, მაგრამ ამავე დროს გადამწყვეტი იქნება ამ ომში. ასევე აპრილში გამოჩნდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი რეალური ეფექტიც.
ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ. ჩვენს თვალწინ ხდება XXI საუკუნის მთავარი მოვლენა – რუსეთის იმპერიის ჩამოშლა.
და ისეთი პირი უჩანს, რომ სწორედ აპრილის თვე იქნება რუსეთის ჩამოშლის დასაწყისი.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close