საზოგადოება
ანაკლიის ფესტივალზე ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მიღებაა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპტალში გადაუდებელი დახმარების სამსახურმა ანაკლიის ტერიტორიიდან ორი ახალგაზრდა შეიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ECOAWAVES-ის ფესტვალზე, მან ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღო. რაც შეეხება ახალგაზრდა გოგოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლისამათლის კოდექსით 115-ემუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხომს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მიშკა ძიძიგური