საინტერესო

,,სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო ეს დოკუმენტი რუსებსაც და ჩვენს ზოგ-ზოგიერთ მეზობელსაც…”

„1783 წელს როდესაც ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ქართველთა ხელმწიფე ამ დოკუმენტში მოიხსენიება შემდეგი ტიტულატურით: „ხელმწიფე ივერიისა ქუეყანისა, ქართლისა და საქართუელოისა თავადთა და ყაბარდთოს ქუეყანისა, ჩერქეზთა და მთიურთა თავადთა და სხუათა მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა“.

 ტრაქტატის ტექსტში ერეკლე ბაგრატიონის ამ ტიტულარით მოხსენიება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა სრულად აღიარებდა ქართველთა მეფის უფლებებს ჩამოთვლილ ტერიტორიებზე!

 აი, სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო ეს დოკუმენტი რუსებსაც და ჩვენს ზოგ-ზოგიერთ მეზობელსაც, ჩვენს დარდუბალობას კი „სამძღვარი არა აქვს“ რადგან ტრაქტატი გვეზიზღება შიგ ჩახედვა არ გვინდა, არადა რამდენი რაღაცის გამოყენება შეიძლება ამ დოკუმენტში საჩვენოდ და ქართველთა სახეიროდ“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

Related Articles

Back to top button
Close