საზოგადოება

ანაკლიაში 22 წლის უცხოელმა მამაკაცმა გოგონა გააუპატიურა

ანაკლიაში 22 წლის უცხოელმა მამაკაცმა გოგონა გააუპატიურა – ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

მიშკა ძიძიგური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close