საზოგადოება

“ნაციონალირი მოძრაობის” წევრის სახლი გაჩხრიკეს

ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა კოკაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები ჩხრეკის მიზნით იმყოფებოდნენ.

კოკაიას განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის სახლს ორი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. მისი თქმით, ის ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში დაადანაშაულეს.

კოკაია აცხადებს, რომ აღნიშნულზე გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა ამ საქმესთან მას კავშირი არ აქვს და ეს მიზანმიმართული დევნაა.

„მას შემდეგ, რაც ჩემი კანდიდატად წარდგენა მოხდა, ჩემ მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს“, – აცხადებს გოჩა კოკაია

პირველი არხი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close