საზოგადოება

,,ამ სისტემის დედაც “ – კუბოზე ვწერ შხამით, ვდგავარ სიმწრით სავსე და უღმერთოდ ვბღავი …”

“ ამ ცხოვრების დედაც “ –
არ დახუჭო თვალი ,
აყეფებენ ახვრებს,
პირში რომ აქვთ ძვალი…

“ ამ სისტემის დედაც “ –
კუბოზე ვწერ შხამით ,
ვდგავარ სიმწრით სავსე
და უღმერთოდ ვბღავი …

“ ამ სიმართლის დედაც “ –
მოძალადე ხალხის ,
მუქარის და შიშის ,
ავადმყოფი დავის ….

აქ სიცოცხლის დედა ,
შავებშია შეშლით ,
აქ გლოვაა … გლოვაა …
ჩაგვრას ბევრი ეტრფის…

აქ გკლავენ და ან კი ,
ყულფს გიქსოვენ ძალით ,
ამაზრზენი ხმით და
ამღვრეული თვალით ….

ხაფანგში ხარ თითქოს ,
ტორს იჭამ და ხავი ,
“ ამ ცხოვრების დედაც ,
მისი კახპა თავიც …”

კუბოზე ვწერ ცრემლით ,
შავებში ვარ შეშლით ,
არ დავხუჭავ თვალს და
მთელ ქვეყანას ვეტყვი ….

“ ამ ცხოვრების დედაც “
“ ამ ცხოვრების დედაც “
“ ამ ცხოვრების დედაც “
მისი კახპა თავიც …..

ნ.ფაიქრიძე

წყარო: ნიკუშა ფაიქრიძის ლექსები

Related Articles

Back to top button
Close