საზოგადოება

,,…ამ არაბს საქართველოში ათობით სახლი აქვს შეძენილი და ქუჩაში არაერთი ოჯახი ჰყავს დატოვებული”

,,აუცილებლად წაიკითხეთ…
ერთ-ერთი იპოტეკით დაზარალებული დაგვიკავშირდა. მას საცხოვრებელი გაუყიდეს აუქციონის წესით. 14 ათასი ა.შ.შ. დოლარის სანაცვლოდ, დაახლოებით 45 ათასიანი სახლი გაუყიდეს. და მყიდველს არ კითხულობთ? არაბი…
გადამოწმების შედეგად დავადგინეთ, რომ ამ არაბს მსგავსი ათობით სახლი აქვს შეძენილი და ქუჩაში არაერთი ოჯახი ჰყავს დატოვებული.
აი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო. კი არ მიცავს, არამედ მანადგურებს და უსახლკაროდ მტოვებს.
ამ ამბის მთელი დრამატიზაცია გაინტერესებთ? ეს არაბი იბარებს ოჯახის წევრებს სამ საათზე, საქმის გასარკვევად საკუთარ ბარში, რომელიც აქვს მარჯანიშვილის მოედანზე. ქართული მარში კი არა, არაფერი არ გვიშველის მგონი უკვე. სახელმწიფო არ გვიცავს, სახელმწიფო გვანადგურებს.

P.s. მეც მივყვები დაზარალებულ ოჯახს ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე და იმედია, თუ რამე მოხდება, სახელმწიფოს ღალატს არ დამაბრალებენ და არ დამიჭერენ. ჩვენი მოქალაქეების დაჩაგვრას და გამწარებას ვერავის ვაპატიებ” _ აცხადებს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close