ეკონომიკა

,,ამას ვითხოვით ომის 52 დღე!

,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი"

დავბრუნდით…
ეს იყო ძალიან საჭირო ვიზიტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის.
რადას სპიკერმა გვიმასპინძლა, ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას და დაიდო ორმხრივი პირობა – გაუმჯობესდეს კომუნუკაცია და მხარდაჭერა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი. საკითხი რომ ხაზგასასმელი გახდა, ამით ყველაფერი ნათქვამია… მაგრამ ეს განცხადება გაკეთდა, რაც სწორია. ამას ვითხოვდით ომის 52 დღეა! პასუხად ვიღებდით ომის სურვილში დადანაშაულებას.
დადასტურდა, რომ შეიძლება იყო ფრთხილი, მაგრამ არა მხდალი. ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს – უკრაინა ჩვენს ზურგის ჩვენებას არ იმსახურებს, არც ჩვენი გმირული ისტორია იმსახურებს ამას.
რადას სპიკერმა გულითადი მადლობა დაგვაბარა თქვენთან, ქართველ ხალხთან, ყველაფერი იციან, ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. როცა ხელისუფლება სწორ ნაბიჯს დგამს, ამასაც აფასებენ.
გვთხოვეს, ვიმსჯელოთ ორმხრივ სანქციებზე და ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე.
შემდეგ რადას სპიკერთან ერთად ჩავედით ბუჩასა და ირპენში. ყველამ ერთად ვნახეთ და მოვისმინეთ რუსეთის მიერ ჩადენილი არაადამიანური ქმედებების ისტორიები და ჩვენი თვალით ვნახეთ მტკიცებულებები. ჩადენილია სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები და პასუხისმგებლობას ვერავინ უნდა გაექცეს!
სწორია, რომ ჩავედით მრავალპარტიული დელეგაცია. სწორია, რომ ოპოზიცია ვითხოვდით სპიკერისგან ჩასვლას, და როცა უარზე დადგნენ, ვთქვით, რომ მაშინ ჩვენ წავიდოდით. არ მინდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ალტერნატივის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის როლი. მადლობა მას და ყველას ოპოზიციიდან ვინც დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანეთ ეს ამბავი. მადლობა საზოგადოებას და ქართველ ხალხს, რომელის აქტიური ზეწოლაც, ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესი იყო…
ადგილზე ჩასული, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც საჭირო ზუსტად ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციით ჩასვლა იყო, ამიტომ ვთვლი, რომ მართებული იყო ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნაც, ალტერნატივის შესაძლებლობის ჩვენებაც და შემდეგ ერთ დელეგაციად წასვლაც!
ისტორიული ორმხრივი ნაბიჯი გადაიდგა!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს
ანა ნაცვლიშვილი, პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close