ეკონომიკა

დანია საქართველოს რუსეთის აგრესიის დასაძლევად ფინანსურად დაეხმარება

დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენზე დაყრდნობით, ინფორმააციას 1tv ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამინისტრომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა უკვე დაამტკიცა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის 2017-2021 წლებში 860 მილიონი კრონის გამოყოფას ითვალისწინებს. სამუელსენის თქმით, საქართველოს ერთი მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მთავრობა ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს.

„ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რათა მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა ევროპას დაუახლოვდეს. ამის მისაღწევად ისინი ფინანსურად ძლიერები უნდა გახდნენ“ – აცხადებს სემუელსენი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close