პოლიტიკა

ალექსანდრე კობაიძე: მწამს, რომ დღეს თუ ხვალ მომეცემა ჩემი იდეების განხორციელების საშუალება

,,ვისთვის სასიხარულო, ვისთვის სამწუხარო გადაწყვეტილება მივიღე. ვაპირებ, კენჭი ვიყარო დიდუბის ოლქში (08.16-ში) სადაც პოლიტიკა ბინძურ, ცრუ დაპირების იარაღად არის ქცეული და ჩემი კონკურენტები ოცნებიდან და ნაცებიდან ფიქრობენ, რომ ხალხს იყიდიან და ისე შეძლებენ გამარჯვებას. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენი ოლქი არ იყიდება!!! ხალხის ინტელექტი გაიზარდა პოლიტიკოსებთან მიმართებაში და აღარ სჯერათ მათი. დადგა დრო, ჩვენმა თაობამ შეცვალოს პოლიტიკა, რადგან ხელისუფლებას ჩემო საყვარლებო, აწყობთ თქვენი არ მისვლა არჩევნებზე. ოქროს კოშკებს არ გპირდებით, არც ,,უზრუნველ თბილისს”, მაგრამ მაქვს ამბიცია და სურვილი, ყველას დავუმტკიცო, რომ პოლიტიკაშიც არსებობენ ხალხზე მზრუნველი ადამიანები.

მე არ ვიბრძვი მატერიისთვის, მე იდეებისთვის ვიბრძვი. მწამს, რომ დღეს თუ ხვალ მომეცემა ჩემი იდეების განხორციელების საშუალება. ვიცნობ კარგად ჩემს უბანს და ვიცი ჩემი უბნის პრობლემები. თუ დავდგებით ერთად და მოხვალთ არჩევნებზე, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
ერთი სიტყვით, თქვენი იმედი მაქვს. მე კიდევ, როგორც აქამდე ვიდექი თქვენს გვერდში, მუდამ ის ლექსო ვიქნები და ვერანაირი სკამი, თუ თანამდებობა ვერ შემცვლის….. დავიწყოთ მობილიზება, რომ ყველას დავანახოთ, რომ ძალა ერთობაშია” _ აცხადებს ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close