მსოფლიო

,,აი, ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში…”

რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო

დაახლოებით დილის 5:00 საათზე უკრაინის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ბელორუსის მხარდაჭერით გადმოკვეთეს რუსულმა ჯარებმა.
სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.
ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში.
გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან.
ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა.
საზღვარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მესაზღვრეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ერთად მტრის წინაღმდეგ მასირებულ ცეცხლს ხსნიან.
მესაზღვრეებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
გოგა ფოლადაშვილი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close