მსოფლიო
ავღანეთის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქალაქ ჰერათში მდებარე მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული, 20-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქება საღამოს ლოცვის დროს მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არაბული მედია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ჰერათი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევა, რომელიც ირანს ესაზღვრება. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
ipn.ge