საზოგადოება
ავტობუსმა ხალხს გადაუარა _ტერაქტი თუ უბედური შემთხვევა?
მოსკოვში, ავტობუსი ჯერ ტროტუარზე ავარდა, შემდეგ კი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და ხალხს გადაუარა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს. ინციდენტის დროს კიდევ 11 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანც 10 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტობუსის მძღოლის განცხადებით, როცა ავტობუსმა უცნაურად მოძრაობა დაიწყო, მის გაჩერებას შეეცადა თუმცა მუხრუჭები არ მუშაობდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია ორ ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით მძღოლმა ვერ შეძლო ავტობუსის სწორად მართვა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=ksLo23mYzcg