საზოგადოება

დინამოზე გულშემატკივრებმა სკამები დალეწეს, ისმოდა სტადიონის დაწვის მოწოდებებიც

დინამო არენაზე გულშემატკივარმა 200-მდე სკამი გაანადგურა.

ვანდალური აქტი “დინამოსა” და “ქუთაისის ტორპედოს” საჩემპიონო მატჩის დასრულებისას იმ ტრიბუნაზე მოხდა, რომელზეც ტორპედოს გულშემატკივარი იმყოფებოდა.

გულშემატკივრებმა სკამების ნამტვრევებისა და სხვადასხვა საგნებს სროლა დაიწყო. მატჩის მსვლელობისას “ტორპედოს” სექტორიდან რამდენჯერმე ისროლეს პეტარდები. ყველაზე შეურაცხმყოფელი კი გულშემატკივართა ერთი ნაწილის შეძახილები გახდა, მათ შორის იყო მოწოდება სტადიონის დაწვის შესახებაც.

მომხდარზე სავარაუდოდ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს, თუმცა დღეს არც დინამოს და არც ტორპედოს ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close