საზოგადოება
ავარიის შემდეგ თურქეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

კაისერის რაიონში, პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა.
ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქართველი მძღოლი პოლიციამ დააკავა.