საზოგადოება

,,ადვოკატებმა ხმა უნდა ამოიღონ, ამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო რომ ჰქონდეს”

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ ქვეყნის უბედურება ისიც არის, რომ სერგო მეთოფიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო და ასრულებდა ადეიშვილის დაკვეთებს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც სანდო წყარო მეუბნება, შიშით, სამსახურში ვერ დადიოდა, რომ არ მოეთხოვათ პასუხი ჩადენილ ქმედებების გამო.

დღეს, ბატონი მეთოფიშვილი აქტიურობს, უზრდელობს იუსტიციის საბჭოს სხდომებზე და თავში აზრადაც კი მოუვიდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები დაიხუროს, რომ საბჭოს ზოგიერთა წევრთა უმსგავსო საქციელი მიიჩქმალოს, დაიფაროს მათი კლანურობა. პარლამენტმა დროულად უნდა იმოქმედოს, რომ იუსტიციის საბჭოს არ მიეცეს თვითშემოქმედების მათივე სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა.

 ისე, ადვოკატებმა ხმა უნდა ამოიღონ, ამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო, რომ ჰქონდეს. მხოლოდ პროცესის შემდგომ ბრალდებულებთან სურათების გადაღება არ არის საკმარისი, ვითომცდა, პროცესების მოგების საილუსტრაციოდ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადვოკატი შრომობს და შედეგიანადაც, ყოველგვარი თვითრეკლამის გარეშე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close