ჯანდაცვა

,,აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა”_ ალერგოლოგი ლანა უბილავა

პირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა ევექსი კლინიკების ალერგოლოგი ლანა უბილავაა.

მან ვაქცინაცია ევექსი კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

„აცრის შემდეგ არანაირი შეგრძნება მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონა ვირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“ – ევექსი კლინიკების ალერგოლოგი, ლანა უბილავა.

ევექსი კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა დღეს, 15 მარტს დაიწყო. პროცესში ეტაპობრივად საქართველოს 6 რეგიონში ევექსი კლინიკების 33 კლინიკა ჩაერთვება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close