პოლიტიკა

,,გაერთიანებული ოპოზიცია დებილობანას თამაშობს _ შეუძლებელია, ეს მიშას არ აბრაზებდეს, თანაც ძალიან”

,,ოცნება არ თანხმდება რიგგარეშე არჩევნებს, არ თანხმდება პლებისციტს... მოლაპარაკება დასრულდა უშედეგოდ"

დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისიდან ბრიუსელში ევროკავშირის ელჩთან – კარლ ჰარცელთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაემგზავრა.
 როგორც ვიცით, რამდენიმე დღის განმავლობაში  კარლ ჰარცელი ოპოზიციას და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რათა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სტაბილურობისთვის მიეღწია. როგორც ითქვა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ევროკავშირის ელჩმა ვიზიტი ერთი დღითაც კი გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ შეხვედრები გაგრძელდებოდა. დღეს კარლ ჰარცელი ბრიუსელში გაემგზავრა ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად.
,,მოლაპარაკება დასრულდა უშედეგოდ, რადგან ვერ შეთანხმდნენ ორ მთავარ საკითხზე და მესამე ყველაზე მთავარი საკითხი კი საერთოდ არ განუხილავთ.
ა) ოცნება არ თანხმდება რიგგარეშე არჩევნებს, არ თანხმდება პლებისციტს და მაქსიმუმ შეიძლება განიხილოს მუნიციპალური არჩევნების შედეგთა `აწონვა`, ანუ თუ პარტიული სიებით მიიღებს 35% ნაკლებს, მაშინ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ბ) ოცნება თანხმდება ნიკა მელიას გამოშვებას `დღესვე` ოღონდ…..მაშინვე როგორც კი გადაიხდის გირაოს.
ამ ეშმაკურმა დათქმამ დასავლეთზე `იმუშავა` და იმუშავა წარმატებით, რადგან ევროპელ პოლიტიკოსს ვერანაირად ვერ აუხსნი, `რანაირად` შეიძლება არ გადაიხადო გირაო. `ღირსების` თანამედროვე ქართული გაგება, მით უმეტეს პოლიტიკურ დისკურსში მათ ესმით, როგორც რაღაც ეგზოტიკა – მაჰათმა განდობა. ოღონდ მაშინ მართლა მაჰათმა განდი უნდა იყო….
განა ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ შეიძლება ასეთი პირობა წაუყენოს ტიხანოვსკის – გირაო გადაიხადე და გამოგიშვებო? პუტინმა შეიძლება ასეთი პირობა წაუყენოს ნავალნის `გირაო გადაიხადე და გამოგიშვებო`?
არა ხომ? დიდი ეჭვი მაქვს, თუ ასეთ პირობას წაუყენებენ ტიხანოვსკის ან ნავალნის აუცილებლად გადაიხდიან.
ჩვენს პატივცემულ ოპოზიციას ჩლუნგად არ სურს გაითვალისწინოს, გაიგოს, შეიგნოს, შეისმინოს ბოლოს და ბოლოს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი,ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი იმავე დენიელსონისა და შარლ მიშელისათვის ერთი რეგიონია!
ისინი საქართველოს აფასებენ არა ისე, როგორც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს მატრაკვეცულად: ესენი (აზერ/რუს/ყაზახ/ბელორუს) ვინ ყრიან, მე მხოლოდ ბელგიას უნდა ვუტოლდებოდეო, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
აი, მათ ფონზე კი ოპოზიციონერის განცხადება `გირაოს არ გადავიხდი და გარეთ არ გამოვალო`. აბსოლუტურად გაუგებარია. და ასეთად დარჩება.
ელემენტარულად არ რჩებათ არგუმენტი `მიაწვენ` ოცნებას, როცა ესენი ეუბნებიან: დაჰხედეთ საათს, როგორც კი მცირე (!) გირაოს გადაიხდის, სანამ ჩვენ ამ მაგიდიდან ავდგებით, აქვე დაგხვდებათ შემოსასვლელშიო.
ნუ ასეა და……..თუ არ გესმით, ახალეთ კედელს თავი!
გ) არა მხოლოდ ოცნება (ეს კიდევ გასაგებია), არამედ `გაერთიანებული ოპოზიცია`, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პარტია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა` აშკარად თამაშობს `დებილობანას`, როდესაც თავს იყრუებს, მართლა `იდებილებს` და ვითომ არ ესმის, ვითომ არ მოუსმენია ან არ წაუკითხავს მიშას რამდენიმე ზედიზედ (მეოთხედ ბოლო 2 დღეში) განცხადება: `საყოველთაო ამნისტია, მათ შორის მეც უნდა მომეცეს საქართველოში დაბრუნების საშაულება`.\
გასაგებია, რომ `ოცნება` მხოლოდ იმას ელის, ამ მოთხოვნამ გამოჟონოს სადმე და აუცილებლად გაუპიარებს ოპოზიციას. მაგრამ გამოდის, ოპოზიციაც ეთანხმება, რომ წამგებიანი იქნება ამის გაჟღერება ხომ?
შეუძლებელია, ეს მიშას არ აბრაზებდეს. თანაც ძალიან.
აი ნიკა რომ უცნაურად გაუმძვინვარდა გუბაზას. არადა, რა თქვა ისეთი გუბაზამ, რასაც მიშა არ ამბობს?
ვიმეორებ: წარმოუდგენელია ეს მიშას არ აბრაზებდეს პირველ რიგში მისივე პარტიის ლიდერშიპზე. სადაც ერთადერთი, ვინც ამას ღიად ამბობს, ალბათ მასთანვე შეთანხმებით, გია ბარამიძეა.
პოლიტიკა ბატონებო ბავშვური `ბურჭალობა` კი არ არის – იმერეთში რომ ამბობდნენ ხოლმე”
– წერს ფბ-ში დავით გამცემლიძე, რადიო თავისუფლების პროდუსერი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close