საზოგადოება

,,17 მილიონი შეჭამეს და წავიდნენ…” -,,ზიმო”-ს მიერ გათხრილ ორმოში მოხუცი ქალი ჩავარდა

   სიღნაღის რაიონში, წნორში, ქიზიყის ქუჩაზე დაახლოებით ორი კვირის წინ ორმოში მოხუცი ქალი ჩავარდა და მძიმე ტრამვებით ,,არქიმედე”-ს კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტს საშინელი ტკივილები აწუხებდა და რამდენიმე დღე დაკვირვების ოთახში იყო მოთავსებული. ლაგოდეხის საავადმყოფოში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მისი გადაყვანაც კი ექიმებმა ვერ გარისკეს.
  როგორც შევიტყეთ, პაციენტი ამჟამადაც საავადმყოფოში წევს. euronews.ge -მ გაარკვია, რომ ორმო, რომელშიც ქალბატონი ჩავარდა კომპანია ,,ზიმო”-ს მიერ იყო გათხრილი, მაგრამ მიწა არ მიაყარეს და უბედურმა შემთხვევამაც არ დააყოვნაო. 
  ,,მუხუცმა ქალბატონმა შვილთაშვილი გააცილა სკოლაში, ვერ დაინახა ორმო და შიგ ჩავარდა. ისეთი ღრმა ორმო იყო, იქიდან მისი ამოყვანა ვერავინ შეძლო. 112-ში დარეკეს, ისინი ჩავიდნენ და ამოიყვანეს დამტვრეული, გონდაკარგული ქალი. სანამ მაშველები არ მივიდნენ, მოხუცი ორმოში ეგდო. ორმო კომპანიამ წყლის მილებისთვის ამოთხარა, მაგრამ სამუაო მიატოვა.
 ეს ორმო წნორში, კორპუსებთან ამოთხარეს, მაგრამ ქალაქის სხვა ადგილებშიც დატოვეს ამოთხრილი ორმოები. ხალხი ამბობს, რომ ,,ზიმო” არის ივანიშვილის კომპანია, რომელიც ხეების გადაზიდვით არის დაკავებული. არ ვიცი, სინამდვილეში ასეა თუ არა, მაგრამ იმის გამო, რომ თითქოს წყლის მილები უნდა ჩაელაგებინა მიწაში, წნორის ასფალტიანი და უასფალტო გზები სულ გადათხარეს. თხრიდნენ, ტოვებდნენ ორმოებს  და გარბოდნენ. აქ მაცხოვრებლები გაწამებულები ვართ თხრილებზე ხტუნვით, მანქანები სხვა უბნებში გვეყენა, წვიმა რომ მოდიოდა ტალახიანები დავდიოდით…
   ჩვენს უბანშიც ჩავარდა ერთი გოგო ორმოში და ძლივს ამოვიყვანეთ. სანამ უბნის მაცხოვრებლები არ იჩხუბებდნენ, იქამდე არ ავსებდა ორმოებს კომპანია, თუმცა მერე, ყველას ნაციონალებად ნათლავდნენ, ხმა რატომ ამოიღეთო. 17 მილიონი შეჭამა ამ გათხრებში კომპანიამ, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს. აღნიშნული პროექტი 2012 წელს დაიწყო და  წნორის უზრუნველყოფა წყლით 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ამჟამად სათავე ნაგებობაც კი არ არის გაკეთებული. ეს ფული პროექტში 2012 წელს მსოფლიო ბანკმა ჩადო…” _ გვითხრა წნორის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close