საზოგადოება

გიორგი სიგუა: ფესტივალს შს სამინისტროს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ

     ახლა არის პიკი ფესტივალის და პრაქტიკულად, ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროს ჩამოდის. ამ შაბათ-კვირას ანაკლიაში 20 00 ათასზე მეტი ადამიანი  ჩამოვიდა , შესაბამისად, რისკი და ალბათობა იმისა, რომ ვიღაც  ცუდად გახდება, მაღალია. ელემენტარულად სიცხისგან ხდებიან ცუდად, – განაცხადა მუსიკალური ფესტივალ GEM FEST-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.

მისი თქმით, ფესტივალის პირველივე დღიდან შსს-ს წარმომადგენლები აქტიურად  აკონტროლებენ სიტუაციას.

 „პირველივე დღიდანვე შსს-ს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ და ფლობენ სიტუაციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. წინ არის ფესტივალის ხალხმრავალი დღეები. კარგად მუშაობენ შსს წევრები, კარგად მუშაობენ ამბულატორიები სამი უმაღლესი სტანდარტების აღჭურვილი მედ პუბქტი გვაქვს“,- აღნიშნა სიგუამ.

მან მიუსამძიმრა გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან შემზარა ამ ფაქტმა, მთელი „ჯემფესტის“ გუნდი არის თავზარდაცემული . არ  არის ჯერ დადგენილი,  რასთან გვქონდა საქმე.  ზუგდიდის საავადმყოფოში  კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა გადაყვანილი, მაგრამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა სიგუამ.

ზუგდიდის რეფარალური ჰოსპიტალის ექიმების ინფორმაციით,  GEM Fest-იდან საავადმყოფოში სულ 8 ახალგაზრდა გადაიყვანეს, ერთი მათგანი 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close