All for Joomla All for Webmasters

რელიგია

Home რელიგია

ლაზარე მკვდრეთით აღდგა და სახვევებში შეხვეული გამოვიდა გამოქვაბულიდან – ლაზარეს შაბათი

მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული „ბზობა“ – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (მათე 21. 1-11), რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქება და დიდება ქართული ენისა“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით.

იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.

და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.  და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.  ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.

მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.

იოანე 11, 1-45

ლაზარე, გამოვედ გარე!

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

 

ილია მეორე: მთელი მსოფლიო განსაცდელშია

   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იქადაგა.
 ,,დღეს ჩვენ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ, ხარებას. ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს ამ დღეს თავისთვის. სიხარული, სიყვარულია ჩაქსოვილი ამ დღესასწაულში. შევთხოვთ უფალს, წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია. წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა პატრიარქმა

ხარება -საგალობელი (ვიდეო)

საინფორმაციო სააგენტო ,,ევრონიუს ჰოლდინგი” გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. სიხარული არ მოაკლდეს თქვენ გულებს. <3

„როგორც გაატარებ ამ დღეს, ისეთი იქნება შენთვის მთელი წელიწადი“ – ხარების დღესასწაული დგება

რამდენიმე საათის შემდეგ, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს იზეიმებს. ხარების თარიღი პირდაპირ კავშირშია მაცხოვრის შობის თარიღთან – დღიდან ჩასახვისა ( 7 აპრილიდან) შობამდე (7 იანვარს) ზუსტად 9 თვის შუალედია. ეს დღესასწაული ოდითგან მიიჩნეოდა დიდ უქმედ. ხალხში გავრცელებული იყო გამოთქმა: „ ხარებას ჩიტიც კი არ აგებსო ბუდეს“ – ანუ, ამ დღეს არ შეიძლებაო მუშაობა; იყო ასეთი მინიშნებაც, რომ ეს დღე არის სასწაულმოქმედი და „როგორც გაატარებ ამ დღეს, ისეთი იქნებაო შენთვის მთელი წელიწადი“! ჰყვებიან თავად სასწაულების შესახებაც, თითქოს ვიღაცამ ამ დღეს იტირა და მთელი წელი სატირლად ჰქონდა საქმე გამხდარიო და ა.შ.

„ხარება“ აღწერილია ერთადერთი მახარებლის – ლუკას მიერ. მართალი ელისაბედისაგან იოანე წინამორბედის ჩასახვის მეექვსე თვეზე, გაბრიელ მთავარანგელოზი მივლინებულ იქნა ნაზარეთს, ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

რიგ ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარანგელოზის სიტყვები: „გიხაროდენ, მიმადლებულო“ იყო „მადლის“პირველი უწყება კაცობრიობისათვის, ცოდვით დაცემის შემდეგ.

საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს, რომ მთავარანგელოზის გამოჩენის ჟამს წმიდა მარიამი კითხულობდა ისაიას წიგნს, სადაც აღბეჭდილია წინასწარმეტყველური სიტყვები: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე“ (7,14). ამიტომ, ხარების ხატებზე ზოგჯერ ღვთისმშობელი გაშლილი წიგნით არის გამოსახული.

 

 

როდის უნდა დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?

სააღდგომო ჯეჯილის დათესვის დროც მოვიდა. აი, როგორ ითესება იგი:

500 გრამი ხორბალი გავრეცხოთ, დავასხათ თბილი წყალი და გავაჩეროთ 10-12 საათი (1 ღამით).

მეორე დღეს წყალი გადავასხათ, ხორბალი კიდევ ერთხელ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და 24 საათის განმავლობაში დავტოვოთ თავდახურულ ჭურჭელში (დილით შევამჩნევთ, რომ ხორბალი პატარა თეთრ ფესვს გაიკეთებს). ლანგარზე დავაფინოთ სველი ბამბა და გადავანაწილოთ ხორბალი. მოვათავსოთ ლანგარი თბილ და მზიან ადგილზე (ეს ხელს შეუწყობს სწრაფ ზრდას). ყოველდღე სანამავით მოვრწყათ ჯეჯილი და ვეცადოთ შევინარჩუნოთ სინესტე. 7-10 დღეში ჯეჯილი საკმარისად იქნება გაზრდილი. აღდგომის დღესასწაულზე კი, ის თქვენს სუფრას დაამშვენებს.

ქრისტიანული, ძველი ტრადიციის მიხედვით, ბზობის კვირას, მორწმუნეები ხორბალს ლანგარზე თესენ. ასევე ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.

„უნიკალურ ვიდეოკადრებს ნახავთ, ცრემლის გარეშე ყურება გაგიჭირდებათ“

„გადაცემა „მემკვიდრეობაში”, კვირას, 26 მარტს, 21:30 წუთზე მედია-კავშირ „ობიექტივის” მაყურებელი უნიკალურ ვიდეოკადრებს ნახავს – ესაა 1990 წელს რეჟისორ გიორგი ხაინდრავას გადაღებული ვიდეოკადრები – თბილისის აეროპორტში მრავალჟამიერისა და გალობის ფონზე დგანან ადამიანები თეთრი და წითელი მიხაკებით ხელში, სითბოთით და სიყვარულით სავსე ელოდებიან უწმინდესის და უნეტარესის გამოჩენას, რომელსაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოაქვს დოკუმენტები, რომელსაც „ქართველი ერი ათას ხუთასი წელი ელოდა”…

  ამ კადრებს ბევრჯერ ვუყურე და ვერცერთხელ ცრემლის გარეშე, რადგან უაღრესად ემოციური და ამაღელვებელია.

ჩვენმა უწმინდესმა კონსტანტინოპოლიდან თბილისში 1990 წლის მარტის პირველ რიცხვებში (4 ან 5 მარტს) ჩამოიტანა ორი სიგელი – საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქის – დიმიტრიოსის განჩინება, საქართველოს უწმიდესი ეკლესიის საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით პატივდების შესახებ, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში“ _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ამ ვიდეოკადრების ფოტოებს თან ურთავს.

.

.

.

იერუსალიმში საზეიმოდ გაიხსნა კუვუკლიის რესტავრირებული სამლოცველო

   ოთხშაბათს, 22 მარტს ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ უფლის საფლავის ეკლესიაში, იერუსალიმის ძველ ქალაქში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა აღდგენილი კუვუკლიის მაცხოვრის მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველო.
 გასულ წელს, ნოემბერში რესტავრატორები საფლავის შიგნით შევიდნენ, რათა მისი სტრუქტურა გაემაგრებინათ და კედლებში ტიტანის საყრდენები ჩაემონტაჟებინათ. ცხრა თვის განმავლობაში იმუშავეს ბერძენმა რესტავრატორებმა კუვუკლიის – მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოს რეაბილიტაციაზე. სპეციალისტებს მოუხდათ ასევე ჭვარტლის იმ სქელი ფენების ჩამოხსნა ეკლესიის კედლებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სანთლისა და კანდელის წვის შედეგად დაილექა. მათ ასევე ძველ ადგილას დააბრუნეს და დააფიქსირეს წლების განმავლობაში დაცურებული მარმარილოს ბლოკები. ყოველივე ამის გარდა კი რესტავრატორებმა გაჭრეს (ჩააყენეს) ფანჯარა, რომელიც პირველად სამლოცველოს ისტორიაში მისცემს მრევლს იმის შესაძლებლობას, რომ შეხედონ მხსნელის საფლავს.
 კუვუკლიის მეორე ნახევარი, სადაც არის საფლავი, განათებულია კანდელებით, სივიწროვეა და შიგ ორ-სამ მომლოცველს თუ შეუძლია გაჩერება. მთელი მსოფლიოს ქრისტიანების მთავარი სიმბოლო საფლავი მარმარილოთია დაფარული სიწმინდის გაქრობის თავიდან ასაცილებლად.
 „უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც 1810 წელს, კუვუკლიის რემონტის დროს, მაცხოვრის ნამდვილი სარეცელი ნახა, მაქსიმე სიმეოსი ამტკიცებდა, რომ სარეცელი ძალიან იყო დაზიანებული უთვალავი უგუნური „ღმრთისმოყვარის” მიერ, რომლებიც ცდილობდნენ, რელიქვიის ნაწილის მოტეხას.”
 რესტავრაციის ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიონი ევრო შეადგინა. საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარეს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა და იერუსალიმის პატრიარქმა ფეოფილმა. კუვუკლიის სამლოცველოს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი ცახი ანეგბი და ისრაელის მთავრობისა სხვა მაღალჩინოსნები . ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლობის ლიდერები. ასე, რომ კუვუკლია უკვე ღიაა ღვთისმსახურებისა და მომლოცველებისათვის.
  ნანა ჯოხარიძე
 

საქართველოს პატრიარქის ქადაგება

საქართველოს პატრიარქის ქადაგება:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. სოლომონ ბრძენი ამბობს: „ჟამი არს ომისა და ჟამი არს მშვიდობისა; ჟამი არს ნგრევისა და ჟამი არს შენებისა“. ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ წმ. გრიგოლ პალამას ხსენებას. დიდი წმინდანია, დიდი მოღვაწეა გრიგოლ პალამა! როდესაც იგი განმარტავს ფერისცვალების ნათელს, აღნიშნავს, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს ნათელი იმ ზომით, რამდენის დატევნაც მათ შეეძლოთ. მეტი რომ ყოფილიყო, ისინი ვერ აიტანდნენ. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რამდენი ნათელის ატანა შეგვიძლია ჩვენ, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნათელი ქრისტესი იყოს ჩვენში და ჩვენს გარშემო?

ძალიან სმწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ბნელი ხშირად ჯობნის ნათელს; როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს, ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს სახლს. აი ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე მანქანების მტვრევა და ნგერვა ყოფილა აჭარაში, ბათუმში, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრიც და ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

სამწუხაროა ისიც, რომ არეულობა ძალიან ხშირად ეხება ეკლესიასც. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, გონებაში, ოჯახში და შვილებს ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა.

მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ეხლა ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე…“

ყველას, – მთელს საქართველოს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს სახლებში, ეზო-კარში და დააკმიოთ საკმეველი, რომ ბოროტმა არ გძლიოთ, არამედ განშორდეს იგი საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და შეგეწიოთ ლოცვა-კურთხევა გრიგოლ პალამასი“.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო

უფალმა ბავშვობიდან დიდი განსაცდელი მოუვლინა… – ვინ არის მამა გიორგი ზვიადაძე?

ერისკაცობაში – გია ზვიადაძე ბავშვობიდან დედ-მამით ობოლი იყო და მიუსაფარი, ხაშურის უპატრონო (ასე ერქვა მაშინ) ბავშვთა სახლში გაიზარდა … გია გამორჩეულად ნიჭიერი იყო სწავლასა და სპორტში.
ეხლაც თვალწინ მიდგა საბავშვო სახლის აღსაზრდელების „მოკრძალებული” სამოსი, თაობიდან თაობას გადასული, თვალშისაცემი, ერთნაირი „უნი-ფორმა”: გახუნებული, გაცრეცილი, დაკერებული, დახეული ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი… ყველაფერს ეგუებოდნენ აღსაზრდელები: სიცივეს, შიმშილს, დაუმსახურებელ დასჯას თუ გულგრილობას…
გია უყვარდა ყველას: პედაგოგებს, კლასელებს, სკოლელებს და განსაკუთრების საბავშვო სახლის აღსაზრდელებს. გია იყო მათი მფარველი და დამცველი. უსამართლობას, აღსაზრდელების ტყუილ-უბრალოდ დაჩაგვრას არასდროს არავის პატიობდა…. ჩხუბიც მაგარი იცოდა. ბავშვობა – ბავშვობაა!

საბავშვო სახლის ასობით აღსაზრდელი საქართველოს ყველა კუთხიდან  N4 საშუალო სკოლაში სწავლობდა. 4 წლით უფროსი ვარ გიაზე. ჩემი ბიძაშვილი და გია ერთ მერხზე ისხდნენ… დამეთანხმება ყველა, ვინც იმ პერიოდში სწავლობდა, „წესად” გვქონდა მოსწავლეებს, ხან ფულს (20-40 კაპიკი) ვაძლევდით სკოლის ბუფეტისათვის, ხანაც ვეპატიჟებოდით ჩვენს კლასელებს- საბავშვო სახლიდან…

რატომ გამახსენდა?! გია სკოლის ბუფეტშიც არავის უნახავს და ფულის შეთავაზებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას გიას ბავშვობის წლები! გია ზვიადაძის ბავშვობამ ღირსეულად, წესიერად, პატიოსნად გაუძლო დროს, გიამ კი გამოიარა სხვადასხვა განსაცდელი. ასე გამოვიდა გია ბავშვობიდან დიდი ცხოვრების შარა-გზაზე, თითქოს, მასაც ჰქონდა – დედ-მამის სიყვარულით გამთბარი კერია, ისიც იყო ოჯახში გალაღებული, ცელქი, უდარდელი და უზრუნველი. თითქოს  სხვა ბავშვებივით ისიც ბედნიერი იყო (ცრემლს ვერ ვიკავებ).
ბავშვობამ ერისკაცობაში გია ზვიადაძეს სულიერ საზრდოდ გამოატანა თმენის ვალდებულება, უფლისადმი ჭეშმარიტი რწმენა, ღირსება, კეთილშობილება, სამართლიანობა, ნიჭიერება, მოყვასის უდიდესი ერთგულება და სიყვარული! სკოლის დამთავრების შემდეგ, უსახლკარო, უფლის ანაბარა დარჩენილს, უფალმა უჩვენა გზა – წმიდა ტაძრამდე მისასვლელად.
იხილეთ!
http://tsas.ge/ge/?page_id=128
დიახ!
უფლის ნება იყო და უფალმა ჩააბარა მამა გიორგი ზვიადაძე დედა – ეკლესიას, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს!
დიახ!
პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე ერთ-ერთი უერთგულესი, პატიოსანი, ჭეშმარიტი მღვდელმთავარია  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარემოცვაში. ჩვენი პატრიარქის გარემოცვა ხომ სრულიად საქართველოს ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი, მორწმინე ერი და ბერ-მონაზვნები არიან!
დიდება უფალს!

    ეპილობის მაგიერ:
და, შენ, გიორგი გაბუნია, პოლიტიკურად ანგაჟირებულო, ნიჭიერო, მაგრამ მიკერძოვებულო ჟურნალისტო… „სრული ფიასკო” განიცადე (პირდაპირ ეთერში) მამა გიორგი ზვიადაძის წინაშე! სრული ფიასკო განიცადე მაყურებლის და თვით ნაციონალური მოძრაობის მომხრეების თვალშიც!
გადაცემის დასაწყისშივე მოირგე მკაცრი მენტორისა და უცოდინარი ჟურნალისტ – გამომძიებლის ამპლუა. სახეზე – გაურკვეველი სიძულვილი „დაიწერე”, ამოვარდი რიტმიდან, დაგარკე მოსმენის კულტურა და სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდი პრუდუსერისა თუ  რა ვიცი, კიდევ ვის მიერ „ყურში ჩაძახებულ” კითხვებს… უფალმა ისე აგირია თავ-გზა, რომ სხვა  სტუმრებისთვის – მეუფე პეტრე ცაავასა და ადვოკატ – მიხეილ რამიშვილისთვის  დასასმელ კითხვებსაც კი  მამა გიორგის ეკითხებოდი.
სრულიად დაკარგე საკუთარი თავის კონტროლი და დაგავიწყდა, ან არ იცოდი  მოწვეული სტუმრის, მამა გიორგი ზვიადაძის განათლებულობის ხარისხი და სასულიერო იერარქიის სტატუსის მნიშვნელობა.
ჟურნალისტო, სამომავლოდ, ერთიც გაითვალისწინე. სიონის საკათედრო ტაძარში, მამა გიორგის წირვისა და ქადაგების დროს, მრევლში, ერთმანეთის გვერდით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და შეხედულებების ადამიანები დგანან, რომელთაც ერთი უზენაესი გრძნობა- მართლმადიდებლობის, უფლის, პატრიარქის, სულიერი მოძღვარის და სამშობლოს დიდი სიყვარული აერთიანებთ!!!

იამზე კიკნაძე

„შემდეგი პატრიარქი ბერია და ის საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის…“

თამარ ჩიბურდანიძე, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე:

_ როდესაც ამ გაუთავებელ დისკუსიას ვუსმენ პატრიარქობის მსურველ თუ შესაძლო კანდიდატებზე, მახსენდება ერთი ფაქტი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მონასტერში სადღესასწაულო წირვას ვესწრებოდი, ღვთისმშობლობა იყო. წირვის შემდეგ ვიტრაპეზეთ. უწმინდესი დავლოცეთ და საუბარი მის მოღვაწეობაზე წარიმართა. მე ხმადაბლა ჩავილაპარაკე, ნეტავ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი, შეძლებს კი ამ გზის გაგრძელებას-თქო. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქტი, უწმინდესის გარდა არავინ იცის. ბევრი იქნება მსურველი, დაიწყება ღია ბრძოლა მისივე სიცოცხლეში, მაგრამ ის მეუფე, რომელიც გამორჩეულად უყვარს უწმინდესს და რომელსაც ჩუმად ამზადებს, არ არის ისეთი ცნობილი, როგორც სხვები. როდესაც ვკითხეთ, თუ ვინ იყო ეს მეუფე, გვიპასუხა რომ არ იცის და ეს არ იცის თავად ამ მეუფემაცო. ეს სასულიერო პირი ბერია. მივხვდით, რომ არ გვითხრა ის, რაც იცოდა ან რასაც ხედავდა.

 ის ძალიან ძლიერი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს. მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ ამ ბერის სიტყვებზე, განსაკუთრებით დღეს და კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ უწმინდესის გარდა მართლაც არავინ იცის ამ მეუფის სახელი, ალბათ არც თავად მან.
რაც დღეს ხდება, ცხადია, ამ ყველაფერს ბიძგი ვიღაცის პოლიტიკურმა ინტერესებმა მისცა, ამ ქვეყნად ხომ პოლიტიკის გარეშე არაფერი არ ხდება. ფაქტია, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი ვიღაცას სურდა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ამ ამით ქვეყანაში პოლიტიკა შეეცვალა. არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა მამა გიორგი მამალაძე და არის თუ არა “ციანიდის საქმე” რეალობა, ამას გამოძიება დაადგენს. ვიცით და ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ყოველდღიურად ინფორმაცია ინფორმაციას ემატება არა პროკურატურის მიერ, არამედ თავად ამ პროცესში მონაწილე პირების მიერ. თუკი კარგ ანალიზს გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ ქვეყანამ დიდი საფრთხე აიცილა. ეს საფრთხე შესაძლოა მართლაც უტოლდებოდა ეროვნულ ტრაგედიას
.

 იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე გახდება ყველასათვის ცხადი, თუმცა, ჩემთვის უკვე ცხადზე ცხადია.

რჩეულები

მივმართავ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სავიზო სანქციები დაუწესონ სუსის მაღალჩინოსნებს

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას სპეციალური განცხადება:„არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და ძალაუფლების სრულად უზურპაციის შემდეგ, კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთლიანად გააკონტროლოს ტელევიზიები. მან ხელში ჩაიგდო...

ამინდი

tbilisi
overcast clouds
14 ° C
14 °
14 °
87%
1kmh
90%
Mon
21 °
Tue
19 °
Wed
13 °
Thu
12 °
Fri
12 °