სამართალი და კრიმინალი
გორი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები
გორი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. სავარაუდოდ არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია.