საზოგადოება

,,ასიათასობით სოციალურად დაუცველი, ათიათასობით უსახლკარო, ბავშვები შიმშილით გამოწვეული დაავადებების გამო კვდებიან”

ლადო სადღობელაშვილი,აქტივისტი:

_ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი დაბალი სოცდახმარებაა კორონავირუსით დაზარალებულებისთვის და იმასაც მესამე თვეა ელის მოსახლეობა! მაგალითად, მოწინავე ქვეყნებში რამოდენიმე კვირაში ამუშავდა ფინანსური დახმარების სახელმწიფო მანქანა. მეორე ხარისხოვან ქვეყნებში ერთ თვეში… ჩვენ მაგრად ვკიდივართ ხელისუფლებას!
– წარმოგიდგენიათ, სად ვართ?!
– 220 ლ პენსია, 22 ლ ვეტერანებს, სოცდაუცველებს უკეთეს შემთხვევაში (და ბლატებით) 100 ლ, ასიათასობით სოციალურად დაუცველი, ათიათასობით უსახლკარო, ბავშვები შიმშილით გამოწვეული დაავადებების გამო კვდებიან, (აღარაფერს ვამბობ სახალხო დაზღვევაზე) და მთავრობა უტიფრად გვიმტკიცებს თქვენს სიცოცხლეზე, რომ ვზრუნავ იმიტომ გამყოფეთ გამოკეტილიო და ახლა იმიტომ მივიღე დიქტატორული კანონიო!
– ვის აბოლებთ?! ამის მერე გინდათ არჩევნებზე ხმა მოგცეთ?! სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ?!

Related Articles

Back to top button
Close