მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამჟამად 500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 2018 წლის 18 იანვრიდან მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.

მაგთიკომი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2017 წლის 13 დეკემბერს მაგთის აბობენტთა რაოდენობა 1,952,310 იყო, ჯეოსელის კი -1,523,550. 2017 წლის ნოემბერში „მაგთიკომმა“ „მაგთისატის“ და IP ტელევიზიის აბონენტებისთვის ტარიფი 2 ლარით გააძვირა.
2016 წელს მაგთიკომმა ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები “კაუკასუს ონლაინი” და დელტანეტი იყიდა.

ასე, რომ ხალხს ცხოვრება კიდევ უფრო უძვირდება. დენი, წყალი, გაზი… რას აკეთებს მარეგულირებელი კომისია და ვისი ინტერესების დამცველად გვევლინება, ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის. ეტყობა, ეს უწყება მხოლოდ საკუთარ ჯიბეს არეგულირებს. ეს იმ დროს, როცა მარეგულირებელის თანამშრომლები დაუმსახურებელ და გაბერილ ხელფას-დანამატებს სწორედ ხალხის ჯიბიდან _ ბიუჯეტიდან იღებენ. ხალხის ხარჯზე უზრუნველი ცხოვრება აქვთ შექმნილი და გადაწყვეტილებები მათ წინააღმდეგ გამოაქვთ.

მათ საქციელს სახელი თქვენ დაარქვით!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი