,,სასწრაფოდ!
პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
დამიკავშირდნენ ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები, რომელის სასჯელს იხდის რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, პატიმარი იყო ადმინისტრაციის მხრიდან არნახული ზეწოლის ქვეშ, რის გამოც მან პროტესტის ნიშნად და ზეწოლის დასრულების მოთხოვნით, მაკრატელი გაიყარა მუცელში.
მისთვის ამ ეტაპისთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ. (მაკრატელი კვლავ სხეულში აქვს)

სასწრაფოდ, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იმოქმედოს შესაბამისმა ორგანოებმა. ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა. ველოდებით რეაგირებას: _ აცხადებს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი.

კომენტარები
Загрузка...