საზოგადოება

გიორგი აბდალაძის ღია წერილი პრეზიდენტისადმი

,,ეს ფოტო ფეისბუკმა დღეს ამომიგდო, 2011 წლის 10 ივლისის პოსტია. აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული გია აბდალაძის მიმართვაა სააკაშვილისადმი. დიდი ხანი გავიდა, თითქოს ის ამბავი მოვინელესავით, თითქოს დროც გავიდა, მაგრამ ამ სიტყვებმა ისევ შემზარა. მაგარი კაცის უმართლესმა სიტყვებმა:
პატიმარ გიორგი აბდალაძის ღია წერილი, პრეზიდენტისადმი:
ბატონო მიხეილ,
მეოთხე დღეა თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით?!
ბატონო მიხეილ!
მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ _ თავს გავწირავ ჩემი სიმართლის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი! სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს.
მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!!
გიორგი აბდალაძე”.

და ბოლოს: ამ სიტყვების ავტორს ჯერ კიდევ ჯაშუშობის იარლიყი მოხსნილი არ აქვს…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი – თამარ ოქრუაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close