,,ბათუმელები”-ს ინფორმაციით, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასევე ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი, 3 000 ლარიან დახმარებას მიიღებს.

საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამი მებრძოლი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს მიიღებს -ერთი მებრძოლი პირველი ჯგუფის, ხოლო ორი – მეორე ჯგუფის. აქედან ერთი ქობულეთში ცხოვრობს, ორი კი ბათუმში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დახმარება 23 მეომრის ოჯახზე გაიცემა, რაც მთლიანობაში 69 ათასი ლარია.

8 აგვისტოს ომში აჭარიდან 17 მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სამი პირი დაიღუპა ავთანეთში ბრძოლის დროს.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი