საზოგადოება
“არ ვიცი, რა უნდა ქნას მშობელმა, რომელსაც ჯანმრთელი შვილი აუჩეხეს. გული მაქვს გამსკდარი”

“გუშინ დაჭრილი მეორე ბავშვიც გარდაიცვალა.
დიდი დრო გასულა 90-იანი წლებიდან, როცა ასეთი ტრაგედიები რუტინა იყო და ჩვენც, რობოტებივით დავდიოდით თანატოლების პანაშვიდებზე.
მშობელი როცა ხარ, სულ სხვა სიმძიმის თავზარი გეცემა.
იმის თქმაც კი ტყუილი მგონია, რომ ვიზიარებ მშობლების მწუხარებას – შეუძლებელი მგონია ამხელა ტრაგედიის გაზიარება, აზრზე არ ვარ, რას მოვიმოქმედებდი მათ ნაცვლად, ან რა ვურჩიო.
არ ვიცი, რა უნდა ქნას მშობელმა, რომელსაც ჯანმრთელი შვილი აუჩეხეს.
გული მაქვს გამსკდარი.”_წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.