Home საზოგადოება როგორ აშენებენ ავარო-კახეთის გზას? – ახალი გზა რუსეთიდან საქართველოში (ვიდეო)

როგორ აშენებენ ავარო-კახეთის გზას? – ახალი გზა რუსეთიდან საქართველოში (ვიდეო)

23 second read
0
90

დაღესტნის მაღალმთიან რაიონებში დაწყებული ახალი გზის მშენებლობის კადრები გამოაქვეყნა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაღესტნის საგზაო მშენებლობის სააგენტომ. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ახალ ვიდეოს, რომელშიც ასახულია ახალი ავარო -კახეთის გზის მშენებლობა. ეს გზა გადის დაღესტნის სოფლებზე. როგორც საიტი ИАЦ იტყობინება, 2013 წელს დაღესტანის ხელმძღვანელობამ რამზან აბდულატიპოვის ხელმძღვანელობით გაახმოვანა საქართველოს მიმართულებით ავარო -კახეთის გზის მშენებლობის განახლების სურვილი. 2014 წლის აგვისტოსთვის მოხდა პროექტის დამუშავება, რის მიხედვითაც დაიგეგმა 85 კილომეტრიანი სამანქანო გზის, 25 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობა დაღესტნის მაღალმთიან რაიონებში. ეს გზა იქცევა ახალ სახმელეთო მარშუტად, რომლის გავლითაც შესაძლებელი გახდება რუსეთიდან საქართველოში და შავ ზღვაზე მოხვედრა.

ახალი გზის მთავარი დანიშნულება ეკონომიკურია და მასზე შესაბამისად დიდ იმედებსაც ამყარებენ. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ტვირთების გადატანის და ტურიზმის განვითარების მხრივ. მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირდაპირი გზა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე იქნება მხოლოდ 470 კილომეტრი. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ავარო -კახეთის გზა იქნება უფრო უსაფრთხო, ვიდრე მოქმედი საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც ხშირად იკეტება გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო.

თარგმნა სალომე მგელიაშვილმა

წყარო:m.sputnik-georgia.ru

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By admin
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *