აშშ-ში, ვაშინგტონში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში (24-29 ნოემბერი) მონაწილეობენ და ამერიკის სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს ხვდებიან.

გორისა და ატენის ეპარქიის ცნობით, დელეგაციაში საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან ერთად არიან ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადამინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზებე პაზოტო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და ამავე სამმართველოს მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე. დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ საქართველოს სრულ უფლებიანი ელჩი აშშ -ში დავით ბაქრაძე და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა.

25 ნოემბერს დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ქ. ვაშინგტონის ღირშესანიშნაობები და ესტუმრენ წმ. ნინოს დედათა მონასტერს მერილენდის შტატში, სადაც მათ შეხვდნენ მონასტრის დები, იღუმენია ემელიანის წინამძღოლობით და მართლმადიდებელი მრევლი.

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღავლინეს მცირე სადიდებელი ლოცვა, რომლის შემდგომაც გადაიხადეს მიცვალებულთა მოსახსენებელი პანაშვიდი, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულ პირთა სულის საოხად.

წყარო: www.qartli.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი