თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.

მათივე განცხადებით, სწორედ ამიტომ, ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

აქციას ასამდე ადამიანი ესწრება.

წყარო: ghn.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი