საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მდივანმა გააკეთა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას უკვე ორშაბათიდან მიუჯდეს და მმართველ გუნდთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ყველა სადაო საკითხი ხელახლა გაიაროს.

“ორშაბათს, იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ, დავიწყოთ დისკუსია და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხთა ნუსხაზე, რომელთა შესახებაც არის მზაობა კონსენსუსთან დაკავშირებით, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. მე არ ვაპირებ კრიტიკაზე საუბარს. მე მესმის, რომ პრემიერს უწევს ერთგვარი ანგარიშის გაწევა იმ გუნდისადმი, რომელი გუნდიც მუშაობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და პრაქტიკულად ჩიხური სიტუაცია შექმნა,” – აცხადებს ჩიხრაძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი