სირიის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი გაათავისუფლა. სირიის მედიის ინფორმაციით, სამთავრობო კოალიციური ჯარები რამდენიმე კვირიანი ალყის შემდეგ ქალაქ აბუ კემალში შევიდნენ. აღნიშნული ქალაქი სირია-ერაყის საზღვართან მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, სირიის ტერიტორიის 90%-ზე მეტი ტერორისტებისგან უკვე გათავისუფლებულია. აბუ კემალის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯიჰადისტების სამეთაურო პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე საჰაერო იერიში რუსულმა სამხედრო ავიაციამ მიიტანა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი