ირანი, საქართველოს გაზის საექსპორტო ბაზრად განიხილავს.

ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ბუნებრივი აირის საექსპორტო ქვეყნების არეალი, მათ შორის საქართველოში მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, ირანული გაზის საქართველოში ექსპორტი კვლავ დღის წესრიგში დგას და დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდანაც დიდია.

შეგახსენებთ, რომ ირანიდან დაახლოებით 40 მლნ მ3 კომერციული ბუნებრივი გაზის იმპორტი იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ამ მოცულობებზე კონტრაქტი კერძო პირმა გააფორმა.

წყარო: BMG

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი