გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის სესიაზე განცხადებები გაკეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გასულ კვირას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმე პოლიტიზირებული იყო და გოგა ონიანი პოლიტიკური პატიმარია.

„როგორც ჩანს თქვენ მიგაჩნიათ, რომ მისალოცია ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი.  გოგა ონიანი იყო 2012 წლიდან აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს არაერთი მონაწილეობა საპროტესტო აქციებში და იყო პოლიტიკურ პატიმრების ადვოკატი და აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პარტიების ადვოკატი და თქვენ გინდათ თქვათ რომ სამართლის უზენაესობა განხორციელდა?,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ გოგა ონიანის დაკავება არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის, რომელიც ხორციელდება  პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

„დააკავეს სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი. ეს არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის, რომელიც ხორციელდება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როდესაც თქვე საუბრობთ დემოკრატიის გაგრძელებაზე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ გოგა ონიანის წინააღდეგ გამოტანილი იქნა სამართლებრივი გადაწყვეტილება.

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი