პოლიტიკა

,,ივანიშვილმა ფული წაართვა სახელმწიფო სტრუქტურას, შეიტანა კორონას ფონდში და ისევ ოფშორში, თავისი ოჯახის სახელზე გადარიცხა”

შალვა ნათელაშვილი:

_ დღეს რთული პერიოდი გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, ისტორიული მიზეზებით, არამედ ეპიდემიით, რომელიც მთელ დედამიწაზე გავრცელდა და არც ჩვენ გამოვდექით გამონაკლისი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენთან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, საგანგებო შიმშილის ვითარებად გადაიქცა. ამიტომ, თუ ხელისუფლება მოინდომებს დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ოჯახი კარანტინში მიიღებს 1000 ლარიან კომპენსაციას, მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება და ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი. იმავდროულად, ,,ოცნება” ნურც იოცნებებს, რომ ეპიდემიის მოტივით მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებას და გადადებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლებიდან მათი წასვლის საკითხი ხალხის გულებში უკვე გადაწყვეტილია და ვერავითარი პანდემიოლოგია და კორონიზაცია მათ ვერ უშველით. მთელ მსოფლიოში ხალხი კარანტინშია, მაგრამ მათ ხელისუფლება დაეხმარა ნაღდი ფულით და არა ისეთით, ივანიშვილმა რომ წაართვა ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, შეიტანა კორონას ფონდში და მერე ისევ ოფშორში თავისი ოჯახის სახელზე გადარიცხა. დახმარება უნდა იყოს რეალური და დროული. როდის უნდა გამოიბერტოს ხელისუფლებამ ტვინი საიმისოდ, რომ ხალხზე ეპიდემიის დროს მაინც იფიქროს?!

Related Articles

Back to top button
Close