ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი გარდაბანში, ნინო მეტრეველი ამბობს, რომ გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირძოევმა საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ სიაში საკუთარი მამა ჩაწერა.

,,გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა გარდაბნის საკრებულოს ,,ქართული ოცნების” სიაში საკუთარი მამა ჩაწერა. მირზა მირზოევი სიაში რიგით მეთერთმეტეა. ესაა უსირცხვილი ნეპოტოზმი ,,ქოცურად“. არა, ნეპოტიზმი სიდედრ-მეუღლე-შვილების დასაქმება საჯარო სამსახურში გარდაბანში და ზოგადად საქართველოში კი არ მიკვირს, (ეს ჩვეულებრივი წესია), მაგრამ ეს ღია ნეპოტოსტური დამოკიდებულება ამომრჩევლის და ზოგადად, საზოგადოების ფეხებზე დაკიდებაა, ,,მე ვარ და ჩემი ნაბადით“ გამოხატული თავხედობაა, თუმცა სიცრუiთ და გაყალბებით მოსულებისგან გასაკვირი ნამდვილად არაა. ასე მართავენ ქვეყანას და რაიონს წლებია და თუ ხალხი ისევ მათზე გააკეთებს არჩევანს.

მირზოევი რომ გაყალბებით მოვიდა, ამას თავად ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებიც ამბობენ. მას, 2016 წელს პარლამენტის მანდატი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ბუდაღაშვილმა აჩუქა, რის შედეგად დღეს ის მერობის კანდიდატია. ასეთ განცხადების შემდეგ ეს ხალხი ისევ კი არ უნდა აგრძელებდეს რაიონის მართვას, საქმეს პროკურატურა უნდა იძიებდეს,“ _ ამბობს ნინო მეტრეველი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი