გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი:

   _ წუხელ იმდენაც ცუდად ვიყავი, რომ დილის 5 საათზე ჩემი ფეხით წავედი ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსში. გაუსაძლისი ტკივილი, თვალებიდან ცრემლები მდის – მორაკრაკებს, თავიც მისკდება. თვითმკურნალობამ – ბ12, ტორადოლი, მიგ 400 და სხვა ტკივილგამატუჩებლებმა ოდნავაც ვერ შეამცირეს თავის ტკივილი. მივედი ემერჯენსში. ზის ქალბატონი და დაცვის კაცი. ვეუბნები – თავის საშინელი ტკივილი მაქვს და იქნებ დამეხმაროთ.ორიოდე კითხვა დამისვა და გავიდა. მივხვდი, რომ ექიმს უნდა დაუძახოს.

    მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი. ცოტაზე მეტად ჰქონდა შელახული ვარცხნილობა. ვეუბნები, რომ უცნაური შეგრძნება დამეწყო დღის 4 საათზე, მერე ეს მოედო თავსა და სახეს. 01:00 საათის შემდეგ მაქვს საშინელი ტკივილი. თან ვუხსნი, რომ ასეთი ტკივილი არ მქონია – ქრონიკულში, რომ არ ჩამითვალონ. ასევე ვეუბნები, რომ ტელეფონით მიღებული კონსულტაციით სავარაუდოდ ნერვის ანთება უნდა მქონდეს. ჩამოვუთვალე მედიკამენტები რაც მიღებული მაქვს.
სურათის სრულყოფისთვის: ის დახლს მიღმა არის, მე აქეთა მხარეს.
ის: – ნერვის?
მე-დიახ!
ის: – სამწვერასი?
მე: – რა ვიცი ქალბატონო მე სამწვერაა თუ რვაფეხა. მტკივა და დამეხმარეთ…
ის: – ვინც გითხათ, რომ ანთებაა, იმასთან რატომ არ მიხვედით, – გადამამისამართა სოფლის ექიმთან.
მე:- ტელეფონით მივიღე კონსულტაცია. თან სავარაუდოდ, მითხრეს იმ სიმპტომების მიხედვით, რაც მაქვს.
ის: – გტკივათ?
მე უკვე ნაპერწილებს ვისვრი და ვცდილობ, მაინც 
თავაზინად ვუპასუხო: – საშინლად!
ის:- ჩვენ აქ ვერაფერს გაგიკეთებთ, მიგიღიათ წამლები და მიბრძანდით…
მე: – ნამდვილად გამოღვიძებული ხართ?
ის: – ვერაფრით დაგემხარებით, – მეუბნება და გატრიალდა, რომ გამეცალოს.
სულ რაღაც რამოდენიმე წამი ვერ მივხვდი, რომ მართლა წავიდოდა. ის კი განარნარდა. რას ვიზამდი? ვერც ვერაფერს, მაგრამ გავახსენე გამზრდელიც და ჰიპოკრატეც ვუგინე. ავდექი და წამოვედი.
ვითომ არაფერი ხო? ვიღაც იტყვის, ხომ ცოცხალი ხარო. კი ვარ და ეს არის ნუგეში? ეს სტანდარტია პაციენტთან მოპყრობის რაც აღვწერე?  მახსოვს, ერთხელ კადიოლოგმა არ მიმიღო, და მერე, საღამოს, რომ გაიგეს ინფარქტი მქონდა, დიდი და პატარა მეხვეწებოდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასვლას. რეფორმა ფულის ხარჯვა კი არ არის, რეფორმა სტანდარტია და სერვისია. არც ერთი ვარგა ამ ქვეყანაში და არც მეორე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი