“რუსთაველის მეტროდან ამოვედით მე და Giga. ვაკისკენ წავედით. ფეიბოქსით რაღაცას ვიხდიდი. ვიგრძენი, რომ ვიღაცები გაჩერდნენ ჩემს უკან.
შემოვბრუნდი და ორი ახალგაზრდა პოლიციელი იდგა.
მივესალმე და წამოსვლას ვაპირებდი.
– ბატონო, ნიკა, სულ 2 წუთით დაგელაპარაკებით, თუ გცალიათ- მითხრა ერთერთმა.
– დიდი სიამოვნებითთქო- ვუპასუხე
– საქართველოს პარლამენტს ხომ აღარ აქვს ახლა სხვა გზა და ხომ ბოლომდე მოგვარდება მარიხუანას პრობლემა (სიტყვასიტყვით)
– კი, სხვა შანსი აღარ დარჩათ
– ძალიან კარგია, ეგრე რაა, გილოცავთ.
– თქვენც გილოცავთ, რომ ასეთ რაღაცებზე აღარ გაცდებით.
ხელი ჩამოგვართვეს და წავიდნენ.
P.S. ასეთ ამბებს ევროპიდან ჩამოსულები ყვებოდნენ ხოლმე. ხოდა, ახლა, აქაა ეგ ევროპა
Zurab Japaridze Iago Tertön Khvichia Vakhtang Megrelishvili”- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი