საქართველოში ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2013 წელს ალცჰაიმერით დაავადებულების რეგისტრირებული რაოდენობა 805 ადამიანი იყო, 2014 წელს 1197, 2015 წელს 1084, 2016 წელს 1376. 2017 წლის სტატისტიკა ცენტრში ჯერჯერობით არ აქვთ. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

ალცჰაიმერის დაავადება თავის ტვინის პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ე.წ. დემენციების ჯგუფს და მათ შორის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა (მოიცავს დემენციების 60–70%–ს) .

ზოგადად, დემენციისთვის დამახასიათებელია თავის ტვინის იმ უბნების დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და სხვა უმაღლეს კოგნიტურ უნარებზე, შესაბამისად კლინიკურად ვლინდება მეხსიერების, ქცევისა და ხასიათობრივი პრობლემებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზოგადად დემენცია 60–69 წლის ასაკის პოპულაციის 1%–ს აღენიშნება და ყოველი 5 წლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები ორმაგდება.

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა ცენტრალური ნერვული სისტემის და მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებისათვის წამლების შექმნის პროგრამები შეწყვიტა. კომპანიაში ამბობენ, რომ იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, სადაც მათი ექსპერტიზის მონაცემები უკეთესია. ამგვარად Pfizer-მა იმ სხვა მსხვილი კომპანიების მაგალითს მიბაძა, რომლებმაც კლინიკური კვლევებით თავისი პრეპარატების ეფექტიანობის დამტკიცება ვერ შეძლეს და ამ დაავადების წინააღმდეგ წამლების ძიების პროექტები შეწყვიტეს. ალცჰაიმერის დაავადება იწვევს დემენციას – ადამიანი ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას, კონცენტრაციის და სივრცეში ორიენტირების, ასევე ნორმალური მეტყველების უნარს და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი