საზოგადოება

აფხაზეთში, იმ პოლიგონზე, სადაც ადრე ქართველების სახლები იყო სროლის ხმა ისმის

მოსკოვმა სამხრეთის სამხედრო ოლქში, საქართველოს საზღვრებთან, მასშტაბური სწავლება დაიწყო. პირობით მოწინააღმდეგეს 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 2 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა უპირისპირდება.

სროლა ისმის აფხაზეთშიც, იმ პოლიგონზე, სადაც ადრე ქართველების სახლები იყო.

ამ წვრთნებს რუსი გენერალი, 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმიის სარდალი, ანატოლი ხრულოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამად აფხაზეთის გენერალური შტაბის მეთაურია.

შეიარაღების სპეციალისტმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სატელიტური რუკიდან კურიერს უჩვენა, სად არის განლაგებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული შეირაღება.

მისი თქმით, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში რუსეთს იმაზე მეტი სამხედრო ტექნიკა ჰყავს, ვიდრე ცოცხალი ძალა.

თბილისში ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ძალის ღია დემონსტრირებაა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველომ და პარტნიორებმა ჟენევაში მშვიდობაზე საუბრისას ომის მუქარაც უნდა გაითვალისწინონ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close