ბაკურ გელაშვილი: მაპატიეთ, რომ პოლიტიკური რენდგენის სურათი ვერ წარმოგიდგინეთ
ბაკურ გელაშვილი, ბორჯომის საკრებულოს წევრი:
_ ცესკო ამ ბოლო დროს იმდენ განცხადებას აკეთებ პროფესიული კადრების ოლქებში ,,არჩევა” დანიშვნაზე, მკვდარი რომ ვყოფილიყავი იქიდანაც კი გამოგეხმაურებოდით. ეს ინსტიტუტი მხარედ და ოცნების სათაო ოფისად რომ გადაიქცა, ყველამ იცის. მინდა ვკითხო ,, ნეიტრალური და პროფესიული კადრების” სამჭედლოს.
1. 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ვიყავი სწავლების ცენტრის ტრენერი.
2. 2012 წლიდან 2017 წლის მაისამდე N 36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრი.
3. არაერთ არჩევნებზე (ხაშური, გორი) ვიყავი ცესკო წარმომადგენელი მეორე ტურში;
4. სამჯერ მაქვს აღებული საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი
5. გავლილი მაქვს ბრიჯის ტრეინინგები;
6. ასევე ყველა ის სასწავლო კურსი რასაც ცესკო ატარებდა;
7. მიღებული მაქვს მადლობის სიგელი არჩევნებში გაწეული წვლილისათვის;
მაშინ გეკითხებით, თუ პროფესიული კუთხით ირჩევდით და ირჩევთ დღესაც რატომ გადმოიყვანეთ ლიახვის ოლქიდან მოქმედი წევრი ჩემს ადგილზე ხაშურიდან?
იმიტომ ხომ არა, რომ იქ ადგილი გაუთავისუფლეთ ხაშურის ოლქის თავჯდომარის, იმედო ლაცაბიძის მეუღლეს და ის გაუშვით.
8. იმიტომაც ხომ არა, რომ გედი ფოფხაძესაც დაჟინებით უნდოდა ჩემი გაშვება ოლქიდან და თავისი კადრის გაშვება, როგორც ეს მანამდე გააკეთა, როცა ორი 8 წლიანი პროფესიული კადრი გაუშვით და გედიმ თავისი ბიუროდან მოავლიანა პირდაპირ მოადგილედ ქალბატონი მაყვალა.
9. კიდევ ისიც, რომ გიორგი შარაბიძემ ცესკოს თავჯდომარის მოადგილემ პირდაპირ მითხრა, შინაგანად არ ხარ ოცნებაო?
მაპატიეთ, რომ პოლიტიკური რენდგენის სურათი ვერ წარმოგიდგინეთ.
ამ ყველაფრის მერე გამოდიხართ და პროფესიულ კადრებს ვარჩევთო, კიდევ გაიძახით და ჩვენ ოპონენტათ მიგაჩნივართო. აბა რა ხართ, ოპონენტები ხართ პარტიული, მეტი არაფერი.