სამართალი და კრიმინალი

“ჩანაწერში ოთარ აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლებსაც ასახელებს”

პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა „დამატებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება“.

ამასთან, პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ არის. შესაბამისად, მისთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება.

“ოთარ აბესაძე დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. საჯარო მოხელის შესახებ კანონის 125 მუხლის თანახმად, რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ცალსახად დგინდება, რომ ის არის საჯარო მოხელე”, – განაცხადა მარშანიამ.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close