საზოგადოება

საიდან მოდის ტრადიცია, რომ დიდ ხუთშაბათს აუცილებლად უნდა ვიბანაოთ?

ალბათ ყველას გვსმენია უფროსი თაობისგან, რომ დიდ ხუთშაბათს აუცილებლად უნდა გვებანავა, ხოლო წითელ პარასკევს ბანაობა ფიქრადაც არ გაგვევლო. საინტერესოა, ეს ცრურწმენაა თუ ეკლესიაც ამას ქადაგებს? მოდით, საკითხს ლოგიკურად მივუდგეთ. დიდი ხუთშაბათი ,,ფეხთბანვის” დღეა. ამ დღეს ქრისტემ პირველად აზიარა მოციქულები. იგივე რიტუალი სრულდება ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს სამების საკათედრო ტაძარში, როცა პატრიარქი მეუფეებს ფეხებს ჰბანს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიდი ხუთშაბათის აუცილებელი ბანაობის “ტრადიცია” აქედან მომდინარეობს. წითელი პარასკევი კი – ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღედ ითვლება და  სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუ წითელ პარასკევს ყველა საქმეს გადავდებთ და მთელ დღეს ლოცვაში გავატარებთ. შეიძლება, ამან განაპირობა პარასკევს “აკრძალული” ბანაობა. საბოლოოდ კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეკლესია არ ქადაგებს არც დაბანას და არც არ დაბანას.
ნეკა ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close