საზოგადოება

რა გახდა იაშვილის კლინიკაში 7 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი?

იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ მენინგოკოქცეემიაა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვი მარნეულიდან იყო გადმოყვანილი და კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მარნეულში მენინგოკოქცეემიის ეპიდემიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ #8-ე საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გამოდის, რომ სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს და ცდილობენ, პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ. euronews.ge  შეეცდება, ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სიმართლე გაარკვიოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close