საზოგადოება
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი დააკავეს

გამთენიისას ბათუმში მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულოგნობა ბრალდება. მსახიობის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, იმისი პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. ბიბინეიშვილს სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გადახდას დააკისრებენ.