პოლიტიკა

ლეიბორისტები მოითხოვენ, დავით ქაცარავას მიმართ ბრალის წარდგენაზე გამოტანილი დადგენილება გაუქმდეს

,,კრემლის მორიგი შეკვეთა ივანიშვილმა წარმატებით განახორციელა. რეჟიმმა ამ აქტით კიდევ ერთხელ აკრძალა ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ბატონი დავით ქაცარავა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა კონფლიქტის ზოლზე აწარმოებს უმნიშვნელოვანეს მშვიდობიან პატრულირებას. მოვითხოვთ, ბრალის წარდგენაზე გამოტანილი დადგენილების გაუქმებას. უმკაცრესად აგებს პასუხს ყველა პატრიოტიზმის დევნისათვის” _ წერს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 126-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Related Articles

Back to top button
Close