საზოგადოება

SOS ,,ძველი ქალაქის თვასაჩინო ადგილას, ვიღაცეები ტრაქტორით თხრიან და მასალას სადღაც ეზიდებიან”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი:

_ ძალიან არ მინდა ხოლმე “ჩასაფრებული” ვიყო, მაგრამ…
ძველი ქალაქის ყველაზე მთავარ, ყველაზე გამორჩეულ, მეხსიერებით და ფენებით ყველაზე დატვირთულ, ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე ცენტრალურ, ყველაზე მნიშვნელოვან და არ ვიცი კიდევ რა…. ადგილას ვიღაცეები აწარმოებენ უნებართვო არქეოლოგიურ სამუშაოს, ყოველგვარი ოფიციალური შესწავლის, შეფასების, ფიქსირების, განზოგადების, შეთანხმების გარეშე, ტრაქტორით თხრიან, მასალას ალაგებენ, საბარგოებში აწყობენ და სადღაც ეზიდებიან.
ეს შესატანია ანტიარქეოლოგიის სახელმძღვანელოში, როგორც პარადოქსი.
რაც შეეხება აგურის “გაზიდვას”. ეს აქაური, “აუთენტური” მასალაა, ისევე როგორც გეგმარების და მოცულობის მახასიათებლები აქ უნდა იყოს მომავალი მშენებლობის განმსაზღვრელი. აქედან აგურის გატანა დიდი დანაშაულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close