ბორჯომში ადამიანები სტიქიას მესამე დღეა ებრძვიან და ატენში, უნიკალურ ტაძარს ძალით ანადგურებენ. ეს ოცწამიანი ვიდეომასალა და საგანგაშო ინფორმაცია ექსკლუზიურად “ევრონიუსს” ატენის ხეობიდან ადგილობრივებმა მოაწოდეს.

ისინი გვთხოვენ, დანარჩენ საქართველოს ხმა მივაწვდინოთ და გავაგებინოთ, რომ უნიკალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მეშვიდე საუკუნეში აგებულ ატენის სიონს საფრთხე ემუქრება.

,,ტაძრიდან სამ-ხუთ ნაბიჯში გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყეს. ჩვენ მივდივართ, ვეკითხებით, რას აშენებენ და გვპასუხობენ, რომ ამას წესის და კანონის სრული დაცვით აკეთებენ, რომ მათ საჭირო საბუთი მიღებული აქვთ” – გვითხრა ინფორმაციის წყარომ.

,,ევრონიუსი” ატენის სიონის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე დამატებით ინფორმაციას უსათუოდ მოიძიებს და გამოაქვეყნებს.

კომენტარები