,,არ შეიძლება, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეეგუოს გაყალბებულ არჩევნებს”
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი:
_ მე ვიყავი არჩევნებზე, მხარი დავუჭირე კახა კუკავას. ჩემი რჩეული პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ ის რაც ამ არჩევნებზე ვნახე, ძალიან მაგონებდა სააკაშვილის და გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სააკაშვილი კატასტორფულად დამარცხდა და სამი დღის განმავლოვბაში მიდიოდა ოქმების ხელახლა გადაწერა, შედეგების გაყალბების მიზნით. 31 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილი ოპოზიციასთან დამარცხდა, მიმდინარეობს ოქმების ხელახლა გადაწერა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი აზრით, მოხდა არჩევნების გაყალბება რამაც მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ივანიშვილს თუ აქვს ელემენტარული ტვინი, 31 ოქტომბირის საპარლამეტნო არჩევნები უნდა ცნობილი იქნეს არალეგიტიმურად და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მისასალმებელია ოპოზიციის ბოიკოტი,რომ არ შევიდნენ პარლამენტში. თუ ყველა პარტია უარს იტყვის პარლამენტიში შესვლაზე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ივანიშვილთან მიმართებაში დაიწყება რეპრესიული პოლიტიკა, ივანიშვილი იმის შიშით,რომ არ იქნეს მისი ქონება დაყადაღებული იძულებული იქნება დანიშნოს განმეორებითი საპარლამეტო არჩევნები. ივანიშვილის ერთადერთი ფუნქცია ჩემი აზრით დღეს არის, გადაიბიროს რომელიმე პარტია და შეიყვანოს პარლამენტში,რომ რომელიმე პარტიას აცნობინოს არჩვნების შედეგები, როგორც ეს გააკეთა 2016 წელში ალასანიას პარტიის ხელით. არ შეიძლება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეეგუოს გაყალბებულ არჩევნებს.